Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა


რუსეთის სამხედრო დაზვერვის შტაბი მოსკოვში
რუსეთის სამხედრო დაზვერვის შტაბი მოსკოვში

მოსკოვის ოლქში მდებარე სამხედრო ნაწილ „მეშჩერინო 1“-ის მეთაურმა თავი მოიკლა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ოფიცრის თვითმკვლელობის მიზეზი. არ სახელდება არც მისი ვინაობა, თუმცა როგორც რადიო თავისუფლების რუსულმა სამსახურმა დაადგინა იურიდიულ პირთა სახელმწიფო რეესტრში ზემოხსენებული სამხედრო ნაწილის მეთაურად 2017 წლიდან მითითებულია იგორ პოპოვი.

ასევ ღია წყაროებით ირკვევა, რომ მოსკოვის ოლქში მდებარე სამხედრო ნაწილი, სადაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) მთავარი სამმართველოს დაქვემდებარების ქვეშ იმყოფება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG