Accessibility links

site logo site logo

ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი „მსოფლიოს მასტერსზე“ ჩემპიონი გახდა


ტატო გრიგალაშვილი ახლახან, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გამოკითხვის შედეგად, მსოფლიოს გასული წლის საუკეთესო ახალგაზრდა ძიუდოისტი გახდა.

დოჰაში, ძიუდოისტთა პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - „მსოფლიოს მასტერსზე“, 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალს ტატო გრიგალაშვილი დაეუფლა. 21 წლის ქართველმა, რომელიც კატარში ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩავიდა, ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ხუთივე დამაჯერებლად მოიგო. ფინალის გზაზე გრიგალაშვილმა უნგრელი ატილა უნგვარი, იტალიელი ანტონიო ესპოზიტო, რუსი ალან ხუბეცოვი და სამხრეთკორეელი სუნგხო ლი ჩამოიშორა. საჩემპიონო ბრძოლაში კი ნიდერლანდელ ფრენკ დე ვიტს აჯობა.

ტატო გრიგალაშვილი ახლახან, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გამოკითხვის შედეგად, მსოფლიოს გასული წლის საუკეთესო ახალგაზრდა ძიუდოისტი გახდა.

დღეს, საქართველოს ნაკრების წევრთაგან ტატამზე ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ლუკა მაისურაძეც (81 კგ) გავიდნენ, მაგრამ შეჯიბრებას საწყისი ეტაპიდან გამოეთიშნენ.

სამდღიანი ტურნირის დასკვნით დღეს - 13 იანვარს, მამაკაცთა შორის მედლების ბოლო სამი კომპლექტი უნდა გათამაშდეს. საქართველოს დროშის ქვეშ იჭიდავებენ: ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური (ორივე 90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ), გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი და გელა ზაალიშვილი (სამივე +100 კგ).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG