Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში დაიდგა „ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი“


მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივით, თბილისში, კრწანისის რაიონში მდებარე ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკში დაიდგა „ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი“.

მერიის ცნობით, მემორიალის შესარჩევი კონკურსი 2019 წლის 6 დეკემბერს გამოცხადდა და მასში მოქანდაკე ირაკლი წულაძემ გაიმარჯვა.

მემორიალის კომპოზიცია შედგება ნატურალური ზომის, ბრინჯაოს ორი ფიგურისგან და მათ შორის აღმართული ნაწრთობი, მრავალშრიანი მინის კედლისგან, სადაც დამონტაჟებულია მინათების სისტემა. კედელი გრავირებულია და მასზე სიმბოლურად მავთულხლართებია დატანილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG