Accessibility links

site logo site logo

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირდა კიდევ 1618 ადამიანი


გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 26 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2846-მდე გაიზარდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში ჩატარებული 19 438 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1618 შემთხვევა:

  • თბილისი - 750;
  • იმერეთი - 234;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 126;
  • შიდა ქართლი - 103
  • კახეთი - 102;
  • ქვემო ქართლი - 94;
  • აჭარა - 94;
  • მცხეთა-მთიანეთი - 44;
  • გურია - 35;
  • სამცხე-ჯავახეთი - 29;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

წინა დღესთან შედარებით, 1643-ით მეტი ტესტი გაკეთდა, ახალი შემთხვევების რიცხვი კი 239-ით ნაკლებია.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 243 255 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 403-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 227 611.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამჟამად საქართველოში გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 93%-ია, ხოლო გარდაცვალების 1.1%.

24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა იანვარში

1 იანვარი - ახალი შემთხვევა 990 (ტესტი 8016). გარდაცვლილი 23;
2 იანვარი - ახალი შემთხვევა 342 (ტესტი 3288). გარდაცვლილი 44;
3 იანვარი - ახალი შემთხვევა 417 (ტესტი 2795). გარდაცვლილი 31;
4 იანვარი - ახალი შემთხვევა 594 (ტესტი 3845). გარდაცვლილი 25;
5 იანვარი - ახალი შემთხვევა 2316 (ტესტი 14511). გარდაცვლილი 18;
6 იანვარი - ახალი შემთხვევა 1800 (ტესტი 14839). გარდაცვლილი 20;
7 იანვარი - ახალი შემთხვევა 1612 (ტესტი 15492). გარდაცვლილი 28;
8 იანვარი - ახალი შემთხვევა 537 (ტესტი 5265). გარდაცვლილი 34;
9 იანვარი - ახალი შემთხვევა 2058 (ტესტი 18149). გარდაცვლილი 22;
10 იანვარი - ახალი შემთხვევა 1143 (ტესტი 11155). გარდაცვლილი 23;
11 იანვარი - ახალი შემთხვევა 551 (ტესტი 7898). გარდაცვლილი 23;
12 იანვარი - ახალი შემთხვევა 1857 (ტესტი 17795). გარდაცვლილი 24;
13 იანვარი - ახალი შემთხვევა 1618 (ტესტი 19438). გარდაცვლილი 26;
14 იანვარი - ახალი შემთხვევა 1357 (ტესტი 15891). გარდაცვლილი 21;
15 იანვარი - ახალი შემთხვევა 1177 (ტესტი 15205). გარდაცვლილი 26;
16 იანვარი - ახალი შემთხვევა 1236 (ტესტი 15152). გარდაცვლილი 23;
17 იანვარი - ახალი შემთხვევა 780 (ტესტი 9083). გარდაცვლილი 17;
18 იანვარი - ახალი შემთხვევა 110 (ტესტი 4964). გარდაცვლილი 25.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG