Accessibility links

logo-print logo-print

სომხეთის პრეზიდენტი ჰოსპიტალიზებულია


საავადმყოფოში გადაიყვანეს სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, რომელსაც COVID-19 აქვს. პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, სარქისიანის დაავადებამ მძიმე ფორმა მიიღო და მას მაღალი ტემპერატურა და ორმხრივი პნევმონია აქვს.

3 იანვარს, არმენ სარქისიანს ფეხზე ოპერაცია გაუკეთეს ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში. 5 იანვარს სომხეთის პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ ოპერაცია წარმატებული იყო, თუმცა, სარქისიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. 8 იანვარს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ არმენ სარქისიანი შეძლებისდაგვარად მუშაობს დისტანციური რეჟიმით და მდგომარეობის სტაბილიზაციისთანავე ერევანში დაბრუნდება.

რომელ კლინიკაში გადაიყვანეს სომხეთის პრეზიდენტი, მისი ოფისი არ აკონკრეტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG