2020 წელს, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის მაჩვენებელზე 14.8%-ით ნაკლები იყო.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემებით, ექსპორტი 12%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 15.9%-ით. 2020 წელს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 41.1% შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები 20 იანვარს გამოქვეყნდება.