Accessibility links

site logo site logo

ჩრდილოეთმა კორეამ ახალი ბალისტიკური რაკეტების დემონსტრირება მოახდინა


მაშინ, როცა ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე ხუთი დღე რჩება, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ წყალქვეშა ბაზირების ახალი ბალისტიკური რაკეტების (SLBM) დემონსტრირება მოხდინა 14 იანვარს გამართულ სამხედრო აღლუმზე.

ფხენიანში კიმ ირ სენის მოედანზე გამართულ სამხედრო აღლუმზე პირადი შემადგენლობის გარდა მონაწილეობდა ასობით ტანკი, სარაკეტო დანადგარი და ახალი ტიპის ბალისტიკური რაკეტები, რომელსაც ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია უწოდებს „მსოფლიოში ყველაზე მძლავრ შეიარაღებას“.


სამხედრო ძალის დემონსტრირებით ჩრდილოეთ კორეაში აღინიშნა მმართველი კომუნისტური „სახალხო პარტიის“ ყრილობა, რომელზეც დიქტატორმა კიმ ჩენ ირმა ქვეყნის მთავარი „მტერი“ უწოდა აშშ-ს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება მისი პრეზიდენტი.

2019 წლის ივნისში დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს შეხვდნენ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის გამყოფ ნეიტრალურ ზონაში. ამ შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ მოლაპარაკების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. მაგრამ ამ შეხვედრას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის არავითარი გაუმჯობესება არ მოჰყოლია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG