Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალიევმა საფუძველი ჩაუყარა აეროპორტს ფიზულიში, ასევე ფიზული-შუშას საავტომობილო გზას


ილჰამ ალიევმა ფიზულიში აეროპორტს ჩაუყარა საფუძველი
ილჰამ ალიევმა ფიზულიში აეროპორტს ჩაუყარა საფუძველი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ფიზულიში აეროპორტს ჩაუყარა საფუძველი, ქალაქი ბაქოს კონტროლქვეშ ოქტომბრის ბრძოლების შემდეგ გადავიდა.

როგორც ქვეყნის მეთაურის საიტი იუწყება, ალიევმა განაცხადა, რომ ახალი აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი 2021 წელს უნდა ჩაბარდეს. ასევე ალიევმა ფიზული-შუშაში საავტომობილო გზასაც ჩაუყარა ფუნდამენტი.

აეროპორტის შენობა ან წელს აშენდება ან გაისად. მისი მთავარი მიზანია შუშაში უცხოელმა სტუმრებმა შეძლონ ჩამოსვლა. მანძილი ფიზულისა და შუშას შორის დიდი არაა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ დღეს ფუნდამენტი ჩაეყარა ექვსზოლიანი გზი ოთხ ნაწილს, უცხოელებს შუშამდე მისვლა უმოკლეს დროში შეეძლებათ“, - განაცხადა მან.

მანამდე ალიევი ამბობდა, რომ იმ ტერიტორიაზე, რომელიც აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავიდა, ორი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა იგეგემება.

ილჰამ ალიევი, პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა და მათი ქალიშვილი ლეილა ალიევა ეწვივნენ ქალაქ შუშასაც (სომხ. შუში), რომელიც აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად გამოცხადდა.

აზერბაიჯანის ლიდერმა განაცხადა, რომ სომხებმა არ უნდა დაივიწყონ 44-დღიანი ომი და მისი შედეგები.

თუ სომხეთში ვინმე რევანშზე ფიქრობს, ისევ ჩვენს რკინის მუშტს დავანახებთ. ამ რკინის მუშტმა მოახრევინა მათ ქედი და გაუტეხა თავები. თუ ჩვენს წინააღმდეგ რამე პროვოკაციას წამოიწყებენ, ძალიან მკაცრად ვუპასუხებთ, ინანებენ და მწარედ დამარცხდებიან“, - განაცხადა ალიევმა.

  • ტერიტორიული დავა მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 1980-იანი წლებიდან იწყება. უმეტესად ეთნიკური სომხებით დასახლებულმა ავტონომიამ, სომხეთის დახმარებით, 1991 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის სსრ-დან გამოსვლაზე გააკეთა განცხადება და არაღიარებული „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა“ დაარსა.
  • 1988-1994 წლები შეიარაღებული კონფლიქტის დროს სეპარატისტულ რეგიონში 30 ათასი ადამიანი დაიღუპა. მაშინ მთიანი ყარაბაღი და მასთან აზერბაიჯანის რამდენიმე რაიონი სომხეთის შეიარაღებული ძალების ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ გადავიდა. შედეგად ასობით ათასი ადამიანი, ძირითადად, ეთნიკური აზერბაიჯანელები, იძულებით გადაადგილებული პირები გახდნენ.
  • 2020 წლის ბოლოს აზერბაიჯანმა თავის კონტროლქვეშ დაიბრუნა რაიონები მთიანი ყარაბაღის ირგვლივ. აიღო ძველი და სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელი ქალაქი შუშა (სომხურად შუში). შუშას აღებიდან მეორე დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რეგიონში ომის შეწყვეტის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
  • ხელშეკრულების მიხედვით, აზერბაიჯანსა და სომხეთს მიეკუთვნა ის ტერიტორიები, რომლებზეც ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მომენტში მათი ჯარები იყვნენ განლაგებული. აზერბაიჯანის კონტროლქვეშ მოექცა: აღდამის, ქელბაჯარის, ლაჩინის რაიონები, ასევე მარტუნინის, მარტაკერტსის და ასკერანის რაიონები; ქალაქი შუშა და თითქმის მთელი ჰადრუტის რაიონი. გადაკვეთის ხაზის გასწვრივ რუსეთის სამშვიდობო ძალებია განლაგებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG