Accessibility links

logo-print logo-print

აშშ ავღანეთში თავისი ჯარის რაოდენობას 2500-მდე ამცირებს


აშშ-ის სამხედრო მთავარსარდლობა ავღანეთში, 2020 წლის დეკემბერი.

პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედროთა რიცხვი ავღანეთში შემცირდება 2500-მდე და შედეგად, ბოლო თითქმის 20 წლის მანძილზე სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვი ყველაზე დაბალ დონეს მიაღწევს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაახლოებით 1500 სამხედროს გაყვანა ავღანეთიდან ნოემბერში გადაწყვიტა, რასაც კონგრესში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, რადგან ამ პერიოდში, თალიბანის და ავღანეთის წარმომადგენელთა სამშვიდობო მოლაპარაკების ფონზე, ავღანეთში ძალადობა გრძელდება. ამ შეხვედრებმა ბოლო უნდა მოუღოს თითქმის ორ ათეულ წლიან ომს.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, კრის მილერმა განაცხადა, რომ „აშშ ასე ახლოს თითქმის ოცწლიანი ომის დასრულებასთან არ ყოფილა“ და მიესალმება სამშვიდობო პროცესს, რომელსაც წარმართავენ ავღანელები, რათა მიაღწიონ პოლიტიკურ მოგვარებას ცეცხლის საბოლოო და საყოველთაო შეწყვეტის მიზნით.

აშშ-სა და თალიბანს შორის თითქმის ერთი წლის წინ მიღწეული შეთანხმებით, ავღანეთიდან უნდა გავიდეს ყველა უცხოელის სამხედრო მეამბოხეების მხრილან უსაფრთხოების გარანტიის, ალ ყაიდასთან კავშირის გაწყვეტის ჩათვლის, სანაცვლოდ.

პენტაგონი აცხადებს, რომ აშშ-ის ძალებს კვლავ შესწევთ უნარი, მოაწყოს კონტრტერორისტული ოპერაციები, გაწვრთნან და დაეხმარონ ავღანეთის უშიშროების ძალებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG