Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) ბაიდენის ინაუგურაციამდე შესაძლო შეიარაღებული პროტესტისკენ მოწოდებებს აკვირდება


აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი გამოხატავს შეშფოთებას, რომ შესაძლებელია აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ინაუგურაციის წინა საპროტესტო გამოსვლების დროს, ძალადობა მოხდეს. FBI-ის დირექტორმა, კრისტოფერ რეიმ 14 იანვარს განაცხადა, რომ მისი უწყება უთვალთვალებს სოც-ქსელებში "ლაყბობას", სადაც მოწოდება გამოითქმის შეიარაღებული პროტესტისკენ.

ამ მოწოდებებს აანალიზებენ და ცდილობენ, ერთმანეთისგან გაარჩიონ „სასურველი და განზრახული“.

რეიმ ეს კომენტარები გააკეთა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, მაიკ პენსთან შეხვედრის დროს. ეს იყო მისი პირველი ბრიფინგი 6 იანვრის არეულობის შედეგ, როცა დონალდ ტრამპის მომხრეთა ბრბომ მოახერხა კონგრესის შენობაში შეჭრა. „შეშფოთებული ვართ მოსალოდნელი ძალადობის გამო კოლუმბიის ოლქში დაგეგმილი მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციის და შეხვედრის დროს“, თქვა რეიმ. მან აღნიშნა, რომ 200 ადამიანია ეჭვმიტანილი, რომ აპირებენ კაპიტოლიუმის შენობასთან მომხდარი არეულობის მსგავს აქციებს და ისინი გავაფრთხილეთ, რომ ვინც ასეთ რამეს ბედავს, მათ გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები ეწვევიან.

6 იანვარს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრეებმა იერიში მიიტანეს კაპიტოლიუმზე, რათა ხელი შეეშალათ კონგრესისთვის დაემტკიცებინა 3 ნოემბრის არჩევნებში ბაიდენის გამარჯვება.

კონგრესში შეჭრის დროს კანონმდებლები იძულებული იყვნენ, დაეტოვებინათ შენობა და უსაფრთხო ადგილი მოეძებნათ. არეულობის დროს ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი პოლიციელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG