Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს" - აქტივისტები აქციას მართავენ "ქართული ოცნების" ყრილობის დაწყებამდე


თბილისში, მმართველი პარტიის ყრილობის დაწყებამდე სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მათ სურდათ, დიდუბეში, საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" სიახლოვეს, სადაც ყრილობა იმართება, გაეშალათ ბანერი, რომელზეც ეწერა: "არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს". პოლიციამ აქტივისტებს გზის გადაკეტვის უფლება არ მისცა, რამაც ვითარება დაძაბა.

"აქ არიან ქვეყნის დამღუპველები, მძარცველები, პუტინოვიჩები", "პოლიცია, ნუ იქეცით მილიაციად, ემსახურეთ ქვეყანას და არა მძარცველებს", "ქვეყანა არის ხალხი და არა ბიძინა და მისი ქურდები, ქურდების "სხადნიაკი" იმართება აქ", - ისმის აქციაზე.

ამ დროისთვის არ არის დაზუსტებული ინფორმაცია აქციაზე დაკავებული აქტივისტების შესახებ, თუმცა რადიო თავისუფლების პირდაპირი ჩართვის კადრებში ჩანს, რომ პოლიცია ცდილობს აქციის მონაწილეების დაკავებას. რადიო თავისუფლების კორესპონტენტი ადგილიდან იუწყება, რომ დაკავებულია ყველაზე ცოტა 2-3 ადამიანი. თავად აქტივისტები ამბობენ, რომ დაკავებულია 5-ზე მეტი ადამიანი. დაკავების მიზეზი, აქტივისტების თქმით, ბანერის გაშლის მცდელობა გახდა.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დღეს ყრილობას დღის ორ საათზე მართავს. მასზე პარტიის ახალი თავმჯდომარისა და პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობის არჩევა იგეგმება.

პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილია ირაკლი კობახიძის კანდიდატურა. პოლიტიკურმა საბჭომ ასევე უნდა დაამტკიცოს განახლებული პოლიტიკური საბჭოს წევრობის კანდიდატთა 21-კაციანი სია.

XS
SM
MD
LG