Accessibility links

site logo site logo

ევროსაბჭო რუსეთს მოუწოდებს ახსნა-განმარტების გაკეთებისკენ, NGO-სთვის "არასასურველის" სტატუსის მინიჭების თაობაზე


ევროსაბჭოს (CoE) ხელმძღვანელმა "ღრმა შეშფოთება" გამოხატა მას მერე, რაც ევროსაბჭოს პოლიტიკური კვლევების სკოლების ასოციაცია რუსეთში შეიყვანეს "არასასურველი" ორგანიზაციების სიაში.

14 იანვრით დათარიღებულ წერილში, რომელსაც რადიო თავისუფლება გაეცნო, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი მოსკოვს მოუწოდებს განმარტოს "პირობები", რომლებმაც ეს, მისი თქმით "მიუღებელი" გადაწყვეტილება მოიტანა.

"რთულია სრულად ხაზგასმა იმისა, თუ რაოდენ პრობლემურია მოსაზრება, რომ საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს ევროსაბჭოს პოლიტიკური კვლევების სკოლების ასოციცაცია - რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ჩვენს ორგანიზაციასთან და რომელიც აერთიანებს პოლიტიკური კვლევების სკოლებს, მიზნად ისახავს რა სამოქალაქო განათლების ნაბიჯების ორგანიზებას, ევროსაბჭოს ღირებულებებზე და პრინციპებზე დაყრდნობით" - ვკითხულობთ წერილში, რომლის ადრესატია რუსეთის იუსტიციის მინისტრი, კონსტანტინ ჩუიჩენკო.

რუსეთის გენერალურმა პროკურორმა დეკემბერში გამოაცხადა, რომ მან "არასასურველი" სტატუსი მიანიჭა პოლიტიკური კვლევების სკოლების ასოციაციას, რომელიც სტრასბურგშია განთავსებული - და იუსტიციის სამინისტროს ასოციაციის შავ სიაში შეტანა მოსთხოვა.

2015 წელს მიღებული კანონი პროკურორებს საშუალებას აძლევს დახურონ "არასასურველად" გამოცხადებული ორგანიზაციები, თუკი მიიჩნევენ, რომ ისინი საფრთხეს უქმნიან რუსეთის ეროვნულ ინტერესებს. უფლებადამცველი ჯგუფები რუსეთს ადანაშაულებენ ამ კანონის გამოყენებაში კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების შესაზღუდად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG