Accessibility links

logo-print logo-print

ზუგდიდის დევნილთა დასახლებაში კაცის მოკვლისა და ხანძრის გაჩენის ბრალდებით ერთი კაცი დააკავეს


ზუგდიდში დააკავეს კაცი, რომელმაც სავარაუდოდ 40 წლამდე ასაკის კაცი მოკლა და დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით შემთხვევის ადგილზე ხანძარი გააჩინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, შურისძიების მოტივით მოხდა, რა დროსაც ბრალდებულმა ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა გარდაცვლილს. ოფიციალური ინფორმაციით, ხანძარი ხუთ კვ.მ ფართობზე იყო გავრცელებული და ის მალევე ჩააქრეს. ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. შსს-ს ცნობით, ის დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG