თბილისში დააჯარიმეს ორი კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი, რომლებიც იზოლაციაში არ დარჩნენ და ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ.
ოფიციალური ინფორმაციით, ერთი მძღოლი წერონისის ქუჩაზე ავტომობილით გადაადგილებისას დააჯარიმეს, მეორე - სავაჭრო ცენტრ „ქარვასლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ტაქსის ტრაფარეტიანი ავტომობილით გადაადგილებისას.
ორივე მძღოლს იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევას ედავებიან, რაც 2000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. დაჯარიმების შემდეგ ისინი, კარანტინში, კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს.
დაწერეთ კომენტარი