Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სკოლების ნაწილში მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდა


დღეიდან,18 იანვრიდან საქართველოს საჯარო სკოლებში დაიწყო სწავლების მეორე სემესტრი. ერთი რეგიონის და ათი ქალაქის გარდა, სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესი ისევ დისტანციურად გრძელდება თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, ზუგდიდის, ზესტაფონის, გორის, ფოთის, მარნეულის და გარდაბნის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სკოლებში.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდა, უზრუნველყოფილნი არიან პირბადეებით, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და სადეზინფექციო სითხეებით. სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში, ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება.

განათლების სამინისტროს ცნობითვე, დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, მობილურ ოპერატორებთან, გაფორმდა მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები ივნისის ბოლომდე ისარგებლებენ შეღავათიანი მობილური ინტერნეტპაკეტით - 20GB 10 ლარად, რაც სტანდარტულ ფასზე 2.5-ჯერ ნაკლებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG