Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის სასამართლო პროცესი დაიწყო ხიმკის სასამართლოში


კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დაიწყო მოსკოვთან ახლომდებარე ხიმკის სასამართლოში. ამის შესახებ ცნობა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა ნავალნის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა.

სასამართლო განიხილავს ნავალნისათვის თავისუფლების აღკვეთის საკითხს, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის შესაბამისი მიმართვის საფუძველზე.

44 წლის კრემლის კრიტიკოსი, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც აგვისტოს ბოლოს რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა.
თვითმფრინავი, რომლითაც ნავალნი მგზავრობდა, „ვნუკოვოს“ აეროპორტის ნაცვლად დაეშვა „შერემეტიევოს“ აეროპორტში, სადაც ის დააკავეს.

რუსეთის ხელისუფლების ასეთმა ნაბიჯმა საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია.
მოსკოვს ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს აშშ-მა და ევროკავშირმა.
ნავალნის დაკავების ოფიციალურ მიზეზად იმას ასახელებენ, რომ მან დაარღვია ე.წ. ივ როშეს საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი მსჯავრით განსაზღვრული ვალდებულებები. თავად ნავალნის განცხადებით, წესები არ დაურღვევია და ამ სამსახურს აცნობა, რომ საზღვარგარეთ სამედიცინო მიზნებით იმყოფება.

XS
SM
MD
LG