Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანელმა სამხედროებმა ორი სავარაუდო თალიბი ექსტრემისტი მოკლეს


პაკისტანის არმიის სარდლობა ჩრდილოეთ ვაზირისტანში (საარქივო ფოტო)
პაკისტანის არმიის სარდლობა ჩრდილოეთ ვაზირისტანში (საარქივო ფოტო)

პაკისტანის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა ექსტრემისტების წინააღმდეგ მიმართული სპეცოპერაციის დროს გაანადგურეს პაკისტანის თალიბანის ორი მებრძოლი, რომელთაგან ერთ-ერთი ეჭვმიტანილია გასულ ოქტომბერში 6 პაკისტანელი სამხედროს დახოცვაში.
სპეცოპერაციის დროს, რომელიც მშფოთვარე ხაიბერ-პახტუნხვის რაიონში ჩატარდა, შეპყრობილია ერთი ექსტრემისტი.

პაკისტანის თალიბანი მიჩნეულია ავღანეთის თალიბანთან დაკავშირებულ, მაგრამ თავისი გეგმით მოქმედ ექსტრემისტულ დაჯგუფებად, რომელიც ავღანეთთან მიმდებარე სასაზღვრო ჩრდილოეთ ვაზირისტანში ხშირად აწყობს თავდასხმებს არმიისა და უსაფრთხოების ძალების პატრულზე.

ინტენსიური სამხედრო ოპერაციის შემდეგ, 2016 წელს, პაკისტანის არმიამ განაცხადა, რომ ექსტრემისტებისგან გაწმიდეს მათი უკანასკნელი ციტადელი ხაიბერ-პახტუნხვის რაიონში, სწორედ იქ, სადაც 17 იანვარს ორი ექსტრემისტი გაანადგურეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG