Accessibility links

site logo site logo

მსოფლიოს ქვეყნებში ფართოვდება COVID-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამები


მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, რომლებსაც კორონავირუსის პანდემია განსაკუთრებული სიმძიმით შეეხო, იწყება და ფართოვდება COVID-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამები. ბრაზილიამ დაიწყო მოქალაქეთა აცრა, ინდოეთი მასობრივი იმუნიზაციის პროგრამას აწარმოებს, იმუნიზაციის პროგრამა გააფართოვა რუსეთმაც.

სან-პაულუში 54 წლის ექთანი გახდა ბრაზილიის პირველი მოქალაქე, რომელიც აცრეს. ინდოეთმა, რომლის მოსახლეობა თითქმის 1,4 მილიარდ ადამიანს უტოლდება, 17 იანვარს წარმატებით დაიწყო ვაქცინაციის პროგრამა, იქ ორი საჭირო დოზიდან პირველი ინექცია 224,000-ზე მეტ ადამიანს გაუკეთდა, - აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო. რუსეთში იმუნიზაციის პროგრამა მასობრივ ფორმას 18 იანვრიდან მიიღებს, მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოფიციალურ პირებს დაავალა პროგრამის რუსეთის ყველა მოქალაქისთვის გახსნა.

ევროპაში 75 წელს გადაცილებული მოქალაქეების იმუნიზაციის პროგრამას იწყებს საფრანგეთი, კრიტიკის ფონზე, რომ ეს პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს. ესპანეთში ჯანდაცვის სფეროს მესვეურებს და ხანდაზმულთა სახლებში მცხოვრებთ მეორე დოზა გაუკეთდებათ.

ვაქცინაციის პროგრამების გაფართოების ფონზე, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 95 მილიონს გადააჭარბა, დაღუპულია 2 მილიონზე მეტი ადამიანი, - იუწყება ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG