Accessibility links

site logo site logo

გერმანიაში საკარანტინო ზომების გამკაცრებას აპირებენ კორონავირუსის ახალი მუტაციის გამო


გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი

როგორც მოსალოდნელია, 19 იანვარს გერმანია გაამკაცრებს ნაწილობრივ ლოკდაუნს და იანვარზე უფრო დიდხანს გააგრძელებს მას. ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია მზარდ შიშთან, რომ კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც გერმანიაში გამოვლინდა, უფრო გადამდებია. ამასობაში ქვეყანაში განაგრძობენ ვაქცინაციის პროგრამების განხორციელებას.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იმდენად შეშფოთებულია კორონავირუსის ახალი ნაირსახეობის გამო, რომ დაბეჯითებით ითხოვს მკაცრი საკარანტინო ზომების შემოღებას.

ამავე დროს, გერმანიის მედიის ცნობით, ქვეყანაში შეინიშნება დაავადებულთა რიცხვის კლების ტენდენცია, რაც სარეანიმაციო პალატებში ადგილების გამოთავისუფლების შესაძლებლობას ქმნის.

ბავარიის სამხრეთში მდებარე ქალაქ გარმიშ-პარტენკირხენის საავადმყოფოში კორონავირუსის ინფექცია გამოუვლინდა 73 პაციენტს და სამედიცინო პერსონალს. სამმა ანალიზმა აჩვენა, რომ საქმე გვაქვს მუტირებულ კორონავირუსთან. როგორც იტყობინებიან, ესაა კორონავირუსის ახალი, აქამდე უცნობი მუტაცია. ვირუსის თვისებები ჯერჯერობით უცნობია.

პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის 12 ათასი მუტაცია გამოვლინდა. ყველაზე უფრო ცნობილი გახდა ე.წ. ბრიტანული მუტაცია, რომელმაც ყველაზე მეტი შეშფოთება გამოიწვია. სპეციალისტების აზრით, კორონავირუსის ბრიტანული ნაირსახეობა დაახლოებით 40%-ით ზრდის ინფიცირების ალბათობას ამ დაავადების ყველაზე გავრცელებულ ფორმასთან შედარებით. თუმცა ჯერჯერობით არ არის ცნობილი ბრიტანული მუტაციისგან მომდინარე რაიმე გაზრდილი საფრთხის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG