Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ გაამართლა კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და 11 მოხელე ვეტერანთა ყალბი მოწმობების საქმეზე


აგიმ ჩეკუ
აგიმ ჩეკუ

კოსოვოს სასამართლომ გაამართლა კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, აგიმ ჩეკუ და მასთან ერთად სამხედრო უწყებისა და მთავრობის 11 მოხელე, რომლებსაც 2018 წელს პროკურატურამ ბრალი წაუყენა თანამდებობით ბოროტად სარგებლობაში.


გამოძიების თანახმად, ჩეკუმ და სხვა მოხელეებმა კანონის დარღვევით 19 000 კაცით გაზარდეს სერბეთისაგან კოსოვოს განმათავისუფლებელ ომში (1998-1999 წლებში) მონაწილეთა რეალური რაოდენობა.

ყველა ბრალდებული შედიოდა იმ სახელმწიფო კომისიაში, რომელიც 2012 წლიდან აწარმოებდა ვეტერანების აღიცხვას. კომისიამ 2016 წელს 46 000 კაცი შეიყვანა სახელმწიფოსგან დაწესებული შეღავეთების მიღების უფლების მქონე პირთა სიაში. ყალბი ვეტერენებისათვის გადახდილი კომპენსაციის შედეგად კოსოვოს ბიუჯეტმა ათეულ მილიონობით ევრო იზარალა.

აგიმ ჩეკუს, რომელიც 90-იან წლებში კოსოვოს განთავისუფლების არმიას ხელმძღვანელობდა, ბელგრადი ბრალს სდებს სერბების წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში.

XS
SM
MD
LG