Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიკ პომპეომ ჩინეთის პოლიტიკას უიღურთა მიმართ „გენოციდი და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული“ უწოდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, რომელიც არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ დატოვებს თავის პოსტს, „გენოციდი და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული“ უწოდა პეკინის პოლიტიკას ჩინეთში მცხოვრები მუსლიმანი უმცირესობების, კერძოდ უიღურების, მიმართ.

„ჩემი აზრით ეს გენოციდი გრძელდება, ჩვენ მოწმენი ვართ უიღურთა განადგურების სისტემატური მცდელობისა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ინსტრუქციითა და მისი კონტროლის ქვეშ“, - განაცხადა მაიკ პომპეომ 19 იანვარს.

პომპეომ მოუწოდა საერთაშორისო ინსტიტუტებს და მათ შორის სასამართლოებს, რომ უიღურთა დევნის გამო დაიწყონ საქმეების განხილვა ჩინეთის წინააღმდეგ და გამოთქვა რწმენა, რომ აშშ-ი შემდგომშიც გააგრძელებს პეკინზე ზეწოლას.

გასული წლის ბოლოს აშშ-ის სენატორთა ჯგუფმა ორივე წამყვანი პარტიის წევრთა მონაწილეობით წარადგინა რეზოლუცია, რომელიც გენოციდად აღიარებს პეკინის მოქმედებებს უიღურებისა და სხვა, ძირითადად მუსლიმი ეთნიკური ჯგუფების მიმართ სინძიან-უიღურის ავტონომიურ რაიონში, ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG