Accessibility links

logo-print logo-print

ტრამპმა პრეზიდენტობის უკანასკნელ დღეს 73 ადამიანი შეიწყალა და 70-ს შეუმსუბუქა სასჯელი


დონალდ ტრამპი და მისი ყოფილი მრჩეველი სტივენ ბენონი, რომელიც მან შეიწყალა პრეზიდენტობის უკანასკნელ დღეს. 2017 წ. 22 იანვრის ფოტო.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის თანამდებობაზე ყოფნის უკანასკნელ დღეს 73 ადამიანი შეიწყალა. გარდა ამისა, მან 70 პირს შეუმსუბუქა სასჯელი. ამ 143 ადამიანს შორის არიან რესპუბლიკელი, რომელსაც ფინანსების მოზიდვა ევალებოდა, რეპის ვარსკვლავი და ყოფილი მერი.

„პრეზიდენტმა დონალდ ჯ. ტრამპმა 73 პირი შეიწყალა და კიდევ 70 პირს შეუმსუბუქა სასჯელი“, ნათქვამია ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებაში.

განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო ბენონის ბედი. ის ტრამპის გავლენიანი მრჩეველი იყო 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს. გამობრძმედილ პოლიტტექნოლოგს ფედერალური კანონი ემუქრებოდა. მას ბრალად ედებოდა აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის პროცესში ხალხის მოტყუება, როცა თანხას აგროვებდნენ ტრამპის ამ სანუკვარი პროექტისთვის. ბენონი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

მედიაში მრავალრიცხოვანი სპეკულაციების შემდეგ ტრამპმა არ შეიწყალა საკუთარი თავი და შეწყალებულთა სიაში წინასწარ არ შეიყვანა საკუთარი ქალიშვილი ივანკა, სიძე ჯარედ კუშნერი ან თავისი ორი ზრდასრული ვაჟი - დონალდი უმცროსი და ერიკი.

მან ასევე თავი შეიკავა და არ შეიწყალა თავისი პირადი ადვოკატი, რუდი ჯულიანი - თავგამოდებული დამცველი ყალბი განცხადებებისა, რომ 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა და რომ არჩევნებში ტრამპმა გაიმარჯვა და არა დემოკრატმა ჯო ბაიდენმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG