Accessibility links

logo-print logo-print

რუსეთის გენერალურ პროკურატურას სურს დაბლოკოს ინტერნეტსაიტები, რომლებიც ხალხს 23 იანვარს გამოსვლებისკენ მოუწოდებენ  


რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მოითხოვა შეიზღუდოს წვდომა საიტებზე, რომლებიც შეიცავენ მოწოდებებს ნებადაურთველ საპროტესტო აქციებზე გამოსვლისკენ 23 იანვარს. ამის თაობაზე მოთხოვნა გაეგზავნა „როსკომნადზორს“. პროკურატურის თანახმად, იმ პირებს, რომლებიც უკანონო მოქმედებისკენ მოუწოდებენ ხალხს, აფრთხილებენ.

უწყება აღნიშნავს, რომ „გამაფრთხილებელ ზომებს მიმართავენ“ და საფუძვლის ქონის შემთხვევაში შესაბამის პირებს ადმინისტრაციულ პასუხიმგებლობას დააკისრებენ.

წინა დღით „როსკომნადზორმა“ სოციალურ ქსელებს TikTok-ს და ВКонтакте-ს მოთხოვეს მოხსნან მასალა, „რომლებშიც მოწოდებაა არასრულწლოვანების მიმართ, მონაწილეობა მიიღონ უკანონო საპროტესტო აქციებში“. რომელ აქციებზეა ლაპარაკი, არ ზუსტდება.

23 იანვრისთვის ალექსეი ნავალნის მომხრეები აპირებენ დაკავებული ოპოზიციონერის განთავისუფლების მოთხოვნის დემონსტრაციების მოწყობას.

თვითონ ნავალნიმ მიმართა მომხრეებს ჩანაწერში, რომელიც გაკეთდა შინაგან საქმეთა განყოფილებაში და მოუწოდა მათ, „ნუ შეეშინდებათ“ და „გამოვიდნენ ქუჩაში“.

სხვადასხვა სოციალური ქსელის მიერ გავრცელებული „ჰაშტაგები“ „#თავისუფლება ნავალნის“ და „#23 იანვარი“ „ღია მედიის“ ანგარიშით, 200-მა მილიონმა ადამიანმა ნახა.

სამართალდამცველები ცდილობენ აღკვეთონ ნავალნის მომხრეთა გამოსვლები. სკოლებში და უნივერსიტეტებში ახალგაზრდებს დაემუქრნენ, რომ პრობლემები შეექმნებათ, თვით გარიცხვამდე, თუ მიიღებენ მონაწილეობას ნავალნის განთავისუფლების მოთხოვნის აქციებში.

ალექსეი ნავალნი ბერლინიდან დაბრუნების შემდეგ აეროპორტში დააკავეს და მას მეორე დღეს 30 დღიანი პატიმრობა გამოუცხადეს. მას, სავარაუდოდ, თებერვალში მოუწყობენ პროცესს, რათა 2012 წელს გამოტანილი პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG