Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თაიმსმა“ ტოკიო-2020-ის ჩაშლა დააანონსა, იაპონიის მთავრობამ - კატეგორიულად უარყო


The Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იაპონიის მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გაუქმების შესახებ, მაგრამ ამის ოფიციალურად გამოცხადებას არ ჩქარობს. ბრიტანული სააგენტოს ცნობით, მისი წყარო იაპონიის მთავრობის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია და სწორედ მასზე დაყრდნობით ირკვევა ისიც, რომ მომავალი ოლიმპიადის მასპინძლებს, კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაშლილი თამაშების სანაცვლოდ 2032 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის უფლების მიღება სურთ.

„თაიმსის“ ინფორმაცია სწრაფადვე, კატეგორიულად უარყო იაპონიის მთავრობამ. მმართველი გუნდის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებით, იაპონია აქტიურად ემზადება ტოკიო-2020-ისთვის და მაქსიმალურად ცდილობს, მომავალი თამაშების უსაფრთხოდ ჩასატარებლად ყველა ზომა მიიღოს. ტოკიოს გუბერნატორმა იურიკო კოიკემ კი „როიტერს“ უთხრა, რომ ოლიმპიური თამაშების გაუქმების თაობაზე მთავრობას არათუ გადაწყვეტილება არ მიუღია, ამ საკითხზე მსჯელობაც კი არ ყოფილა.

ოლიმპიადის მასპინძლებს თანადგომა გამოუცხადეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის ოლიმპიურმა კომიტეტების ხელმძღვანელებმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ იაპონიაში გასამგზავრებლად წინასწარი გეგმის მიხედვით ემზადებიან.

ტოკიომ COVID-19-ის გამო ერთი წლით გადადებულ ოლიმპიურ თამაშებს 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით უნდა უმასპინძლოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG