Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გატესტილი რელიგიური მსახურებიდან 62-ს კორონავირუსი დაუდასტურდა


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ტესტირებაში ჩართულ სამ ახალ ჯგუფს შორის, კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რელიგიურ ჯგუფებში დაფიქსირდა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

  • გატესტილი 9 222 ტაქსის მძღოლიდან ვირუსი 0,7 პროცენტს (67 პირს) დაუდასტურდა;
  • გატესტილი 5 035 ბაზრის მოვაჭრიდან ვირუსი 1 პროცენტს დაუდასტურდა;
  • გატესტილი 4 231 რელიგიური მსახურიდან ვირუსი 1,5 პროცენტს (62 პირს) დაუდასტურდა.

ტესტირებაში ახალი ჯგუფები საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ბოლო რამდენიმე დღეა ჩაერთვნენ. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ტესტირებისა და გამოვლენილი ინფიცირების მაჩვენებელზეა დამოკიდებული, როგორ შემსუბუქდება დაწესებული შეზღუდვები. დღეს ეს მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით 7 პროცენტია.

XS
SM
MD
LG