Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19: ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდება 204 პაციენტს


საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირებული 9 279 პაციენტი აღირიცხება. მათგან 3 302 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოებში და მათ შორის, თბილისის კლინიკებშია განთავსებული 1 632 პაციენტი.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა დამოკიდებული 204 პირი, მათგან თბილისში - 154.

ინფიცირების აქტიურ ფაზაში მყოფი პაციენტებიდან 5 533 პირი საცხოვრებელ სახლში მკურნალობს. საკარანტინო სივრცეებში განთავსებულია 530 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 216.

6 ოქტომბრიდან 22 იანვრამდე პერიოდში, სახელმწიფო საზღვრის კვეთის შემდეგ, საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია - 21 797 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში ყოფნას საჭიროებს 19 786 პირი, მათ შორის, თბილისში - 11 299.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში COVID-19-ის 998 ახალი შემთხვევა აღირიცხა. გუშინდელი მაჩვენებელი 903 იყო.

XS
SM
MD
LG