Accessibility links

site logo site logo

პოლიციამ დააკავა ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია


იულია ნავალნაია

რუსეთის პოლიციამ მოსკოვში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავა კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია.

ნავალნაიამ პოლიციის მანქანიდან დაწერა სოციალურ ქსელში, რომ ის 23 იანვარს დააკავეს საპროტესტო აქციაზე, რომელზეც ათასობით ადამიანი შეიკრიბა მისი მეუღლის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით. ალექსეი ნავალნი მოსკოვის აეროპორტში დააკავეს მას შემდეგ, რაც ის დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა. ის საბრძოლო ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლეს რუსეთში შარშან აგვისტოში, სავარაუდო ფბს-ის მაღალი რანგის თანამშრომლებმა.

პოლიციამ მოსკოვსა და რუსეთის რამდენიმე ათეულ ქალაქში მიდინარე აქციები უკანონოდ გამოაცხადა და ასობით ადამიანი დააკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG