Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

87 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი


ლარი კინგი
ლარი კინგი

ლოს-ანჯელესის მახლობლად 87 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი. ამის შესახებ შეტყობინება ტვიტერით გავრცელდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე კინგს COVID-19 დაუდგინეს.

თავისი კარიერის განმავლობაში მან რამდენიმე ათეული ადამიანისგან აიღო ინტერვიუ.

მისი კარიერა 1957 წელს დაიწყო მაიამიში. 1985-2010 წლებში ის CNN-ში მუშაობდა. ამის შემდეგ მუშაობდა ტელეარხ RT-სა და Ora TV-ში, ასევე სტრიმინგის სერვის Hulu-ში.

კინგი ცნობილი იყო როგორც რადიო- და შემდეგ ტელეინტერვიუების ოსტატი. მის თანამოსაუბრეთა შორის იყო აშშ-ის თითქმის ყველა პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონიდან მოყოლებული. მის სტუმართა შორის იყვნენ მარგარეტ თეტჩერი, მარტინ ლუთერ კინგი, ნელსონ მანდელა, ფრენკ სინატრა და მიხაილ გორბაჩოვი.

ცნობილია მისი 2000 წლის ინტერვიუ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, რომელშიც პოლიტიკოსმა შეკითხვაზე, რა მოუვიდა ატომურ წყალქვეშა ნავ „კურსკს“, პირზე ღიმილით თქვა: „ის ჩაიძირა“.

XS
SM
MD
LG