Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ 2100-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრა მთელი რუსეთის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციებზე


პოლიციამ 1300-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრა მთელი რუსეთის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციებზე, რომლის მონაწილეები ითხოვენ კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლებას. ნავალნი მოსკოვის აეროპორტში დააპატიმრეს მიმდინარე კვირაში, როცა ის დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც მკურნალობდა რუსეთში საბრძოლო ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამვლის შემდეგ.

როიტერსის ცნობით, 40 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა მოსკოვის ცენტრში გამართულ დემონსტრაციებზე. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, რუსეთის დედაქალაქში 4000 ადამიანი გავიდა მიტინგებზე.

AFP იტყობინება მოსკოვში მომხდარი შეტაკებების შესახებ პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმებსა და დემონსტრანტებს შორის.

არასამთავრობო ორგანიზაცია OVD-Info group-ის თანახმად, რომელიც რუსეთის პოლიციის საქმიანობას აკვირდება, ხელისუფლებამ მთელს ქვეყანაში 2100-ზე მეტი დემონსტრანტი დააპატიმრა 90-მდე ქალაქში. 649 ადამიანი დააკავეს მოსკოვში და 268 სანქტ-პეტერბურგში. მოსკოვის ცენტრში დაპატიმრებულთა შორის არიან ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თანამებრძოლი ლიუბოვ სობოლი, რომელიც პუშკინის მოედანზე დააკავეს, როცა ნავალნის მხარდამჭერებს მიმართავდა.

პირველი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში. ყინვის მიუხედავად ხალხმრავალი აქციები გაიმართა ხაბაროვსკში, ვლადივოსტოკში, ნოვოსიბირსკსა და სხვა ქალაქებში.

იტყობინებიან, რომ 23 იანვარს რუსეთში გამართული ანტისამთავრობო აქციები ყველაზე მასშტაბური იყო 2017 წლის მარტის გამოსვლების შემდეგ, როცა კოორდინირებული საპროტესტო გამოსვლები ჩატარდა რუსეთის 99 ქალაქში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG