Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკა ფაქტებს მიღმა


ვტორი: ნა ცხვედაძე

რა ხდება ფაქტებს მიღმა? მაგრამ მე, შენ ან ის რას ვხედავთ ყოველდღე.

კორონა ვირუსის პანდემიის მძლავრი შემოტევის ფონზე, მიუხედავად იმის, რომ ქვეყანა ყოველ დღე დაინფიცვირებულთა მზარდ რიცხვებთან გამკლავებას ცდილობდა, 2020 წლის საარჩევნო კამპანიებმა პოლიტიკური პარტიებისთვის, შეზღუდვების გვერდის ავლით მაინც უდრტვინველად ჩაიარა, ხოლო თვითონ საარჩევნო პროცესმა კი გამოკვეთილად მძაფრი მუხტით. რამდენი დაიხარჯა საარჩევნო კამპანიებში ეკონომიკური კრიზისის პარალელურად. იყო თუ არა მხოლოდ დარეკლამებული ფასიანი დაპირებები გამარჯვების სანაცვლოდ?

რა ცვლილებები შეინიშნება ქვეყნის ეკონომიკაში ვირუსის გავრცელების შემდეგ? შევა თუ არა ეკონომიკა რეცესიაში ? როგორ აისახება შექმნილი ვითარება მოქალაქეებზე? როგორ შეიძლება ვითარების გამოსწორება/მასთან გამკლავება და რა გეგმა არსებობს საამისოდ? და მოიაზრება თუ არა ამ გეგმის უმთავრეს ნაწილად მოსახლეობა?

ეს იმ დაუსრულებელ კითხვათა ჩამონათვალია რომელიც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს და მე შევეცდები დღეს ამ კითხვებს გავცე პასუხი იმ ფაქტებით რაც ხელთ მაქვს.

საერთაშორისო მონაცემებით, ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყნების რეიტინგში საქართველო მე-5 პოზიციაზეა და მხოლოდ კოსოვოს, სომხეთს, უკრაინასა და მოლდოვას უსწრებს. როგორც ირკვევა, ევროპის მასშტაბით, ღარიბებს შორის ყველაზე ღარიბები, პროცენტულად საქართველოში და რუმინეთში ცხოვრობენ. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოს მოსახლეობის 5 % დღეში 1.90 დოლარზე ნაკლები თანხით ცხოვრობდა.

გაზრდილი უმუშევრობის პირობებში ევროკავშირის სახელმწიფებმა კრიზისის წინააღმდეგ სხვადასხვა კონტრზომები განახორციელეს. მაგალითისთვის, გაერთიანებულმა სამეფომ პოსტ-კრიზისული პერიოდის ფონზე შექმნა პროგრამა, რომელიც 18-24 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში უმუშევრები იყვნენ, სამსახურს სთავაზობდა. ლიტვაში, ლიტვის შრომითი ბირჟის ახალი პროექტი, რომელსაც მხარს უჭერდა ევროპული სოციალური ფონდი „იყავი აქტიური შრომის ბაზარზე“, დამსაქმებლებს სთავაზობდა მწირი გამოცდილების მქონე დასაქმებულთა ხელფასების 50%-იან სუბსიდირებას. მსგავსი შინაარსის ღონისძიებები განახორციელეს სხვა ქვეყნებმაც, როგორიცაა ესპანეთი, საფრანგეთი და სხვა. საქართველოში კი ახალგაზრდებს და არა მხოლოდ, თანაც უმუშევრად დარჩენილებს 200 ლარიანი დახმარება დაუნიშნეს, ისიც გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების ხარჯზე. იმის გათვალისწინებით, რომ ლარის ინფლაციის დონე კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება, და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც ერთნიშნა ციფრია, ეკონომიკური კრიზისი ქვეყანას მნიშვნელოვნად აზარალებს. ეკონომიკური კრიზისის პირობებში კი როგორც ზემოთ აღვნიშნე, განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ დადგება ადამიანის ისეთი უფლებები, როგორიცაა შრომის უფლება, თანასწორობის უფლება, უსაფრთხოების უფლება, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის უფლება და სხვა სოციალურ-ეკონომიკური უფლებები.

არავისთვის არ იქნება გასაკავირი თუ ვიტყვით რომ დღევანდელი კრიზისი, რეალური ეკონომიკის შემცირების ფონზე მიმდინარეობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გარკვეული ფასის სანაცვლოდ, ხელმისაწვდომია, უფრო ნაკლები საქონელი და მომსახურება, ვიდრე არსებული კრიზისის დაწყებამდე იქნებოდა. ბუნებრივია, ნებისმიერი სახის ეკონომიკური სტიმულირება, ამ პირობებში, მაქსიმალური სიფრთხილით უნდა განხორციელდეს, რადგან არსებობს ერთი მხრივ ინფლაციის, მეორე მხრივ კი რესურსების არაეფექტიანი ხარჯვის საფრთხე. მთავრობის პოზიციით, არსებულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ბიზნესის უშუალოდ ფიზიკური გადარჩენის უზრუნველყოფა. ბუნებრივია, გადასახადების გადავადება მომავალში პრობლემას წარმოქმნის ეკონომიკური სუბიექტებისთვის, რომლებსაც ოპერირება უშუალოდ პოსტ-კრიზისულ მოცემულობაში მოუწევთ. აქაც, მომავალი მოვლენების განვითარების პერსპექტივები ბუნდოვანია. ასევე, მთავრობის ხარჯების ზრდის უზრუნველყოფა საბიუჯეტო დეფიციტის გაზრდითა თუ ვალის ზრდით, დიდი ალბათობით, გრძელვადიან ინფლაციურ პროცესებს წარმოშობს.

ახლა რაც შეეხება არჩევნებს და პარტიებს რომელთა დაპირებები მოსასმენად ნამდვილად სასიამოვნოდ ჟღერდა, განხორციელების კუთხით კი ყველაფერს დრო გვიჩვენებს, ამ ყველა სიკეთესთან ერთად საინტერესოა რამდენი მიიღეს და დაუჯდათ მთელი ეს ორ თვიანი აქტიური კამპანია ამ ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე. საარჩევნო სუბიექტებმა საანგარიშო პერიოდში, ორ-სამ კვირიანი ფინანსური დეკლარაცია წარადგინეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით ყველა საარჩევნო სუბიექტმა 1 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში შემოსავლის სახით 23,846,652 ლარი მიიღო და დახარჯა 22,973,913 ლარი. მთლიანი შემოსავლების 43% და ხარჯების 46% პროცენტი ამათგან მმართველ პარტიაზე ‘’ქართულ ოცნებაზე’’ მოდიოდა. ამ ციფრებზე დაყრდნობით ანალიზი თქვენთვის მომინდვია.

პანდემიის შემდგომი პერიოდი ნამდვილად არ იქნება მარტივად გადასალახი, გვეყოლება ორჯერ მეტი უსახლკარო, სამჯერ მეტი მშიერი და კიდევ უფრო მეტი სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახი თუ ინდივიდი.

2020 წლის ნაერთი ბიუჯეტის გეგმით, ბიუჯეტის დეფიციტი 1.31 მლრდ ლარს შეადგენს, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, საქართველოს მთავრობას, მომავალში ბიუჯეტის გადახედვა და რიგი ხარჯების სეკვესტრირება მოუწევს. პარალელურად, ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლის კიდევ უფრო გაღრმავება და სამთავრობო ვალის ზრდა, ფასების დონეზე დამატებით წნეხს გააჩენს.

თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშაა ამ ხარჯების შემცირება კვლავ საზოგადოების კისერზე გადაივლის თუ ამჯერად მაღალჩინოსნების.

ასეთია ფაქტები, სინამდვილე და ის ყოველდღიურობა რასაც ვხედავთ ან ვხვდებით ჩვენს და სხვის ოჯახებში.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG