Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: გამოვლინდა შეზღუდვების წესების დარღვევის 764 შემთხვევა


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 764 ფაქტია გამოვლენილი.

პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 100 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან ის მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, დაჯარიმდა 664 ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები და დაემორჩილონ არსებულ წესებს.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG