Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენმა ტრანსგენდერებს კვლავ დართო აშშ-ის არმიაში სამსახურის ნება


ჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააუქმა აკრძალვა შეიარაღებულ ძალებში ტრანსგენდერების სამსახურზე, რაც მისმა წინამორბედმა, დონალდ ტრამპმა შემოიღო. თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ გენდერული იდენტობა არ უნდა იყოს სამხედრო სამსახურისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი.

ყველა კვალიფიცირებულ ამერიკელს მიეცეს უფლება, ემსახუროს საკუთარ ქვეყანას - ეს შეიარაღებული ძალების უფრო მეტი ეფექტიანობისთვის ხელის შეწყობას ნიშნავს, ნათქვამია თეთრი სახლის პრესრელიზში.

2016 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ტრანსგენდერებს მისცა უფლება, იმსახურონ ჯარში საკუთარი გენდერული იდენტობის დაუფარავად, ასევე მიიღონ სამედიცინო დახმარება ტრანსგენდერული ტრანსფორმაციის განსახორციელებლად.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეაჩერა შეიარაღებული ძალების რიგებში ტრანსგენდერთა მიღება. სამსახურის გაგრძელება შეეძლოთ მხოლოდ იმათ, ვინც პრეზიდენტის მიერ ბრძანებულების ხელმოწერის მომენტისთვის უკვე იმყოფებოდა არმიის რიგებში.

XS
SM
MD
LG