Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ფლოტი შავ ზღვაში მესამე ხომალდს გზავნის


აშშ-ის სამხედრო საზღვაო ფლოტი მესამე ხომალდს გზავნის შავ ზღვაში, რითიც აძლიერებს თავის წარმომადგენლობას ამ სტრატეგიულ რეგიონში.

საესკადრო ნაღმოსანი ხომალდი, USS Porter-ი შავ ზღვაში შევიდა 28 იანვარს, რუტინული პატრულირების დროს და შეუერთდა საესკადრო ნაღმოსან ხომალდს, USS Donald Cook-ს და საწვავით მომმარაგებელ ხომალდ USNS Laramie-ს, - იუწყება აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტი განცხადებაში.

ბოლოს სამი წლის განმავლობაში ეს შავ ზღვაში აშშ-ის ფლოტის ყველაზე დიდი წარმომადგენლობაა, - იუწყება თავდაცვის სფეროს ამბების ვებსაიტი, Breaking Defense. წარმომადგენლობის გაზრდას წინ უსწრებდა პირველი სატელეფონო საუბარი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შორის.

Porter-ის შესვლა აჩვენებს, რომ "ჩვენ კვლავაც რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის შენარჩუნების ერთგულნი ვართ, ჩვენს ნატოელ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად", - ამბობს მეთაური ტომას რალსტონი განცხადებაში.

აშშ-ისა და ნატოსთვის შავ ზღვას სტრატეგიული მნიშვნელობა მოემატა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსირება მოახდინა, რამაც გაზარდა რეგიონში მოსკოვის წარმომადგენლობა.

შავ ზღვას ესაზღვრებიან ნატოელი მოკავშირეები, თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ისევე, როგორც ნატოში გაწევრიანების მოსურნე საქართველო და უკრაინა.

რუსეთმა სწრაფად უპასუხა შავ ზღვაში აშშ-ის წარმომადგენლობის გაზრდას და აქტიურ მდგომარეობაში მოიყვანა ყირიმში განთავსებული თავისი სანაპირო თავდაცვითი ანტისახომალდო სისტემა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG