Accessibility links

site logo site logo

Novavax-ის წარმოებულმა COVID-19-ის ვაქცინამ დიდ ბრიტანეთში 89,3%-იანი ეფექტიანობა აჩვენა


„ბიბისის“ ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო „ნოვავაქსის“ ახალმა ვაქცინამ ჩატარებულ ფართომასშტაბიან ცდებში 89,3 %-იანი ეფექტიანობა აჩვენა ბრიტანეთში გამოვლენილი ვირუსის ახალი ვარიანტის წინააღმდეგ.

თუმცა, კვლევის სამხრეთაფრიკულ ნაწილში, სადაც შემთხვევების ძირითადი წილი იყო სამხრეთაფრიკული ვირუსის სახეობა, ვაქცინამ აჩვენა 60%-იანი ეფექტიანობა.

„ნოვავაქსის“ ვაქცინის კლინიკური ცდების მესამე ფაზაში 18-84 წლის ასაკის 15 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

ახალი ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა „კარგი ამბავი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ახლა პრეპარატი ქვეყნის სამედიცინო მარეგულირებელმა უნდა შეაფასოს.

ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორმა პიტერ ოფენშოუმ, ბრიტანეთში ვაქცინის ეფექტიანობის მაღალ მაჩვენებელს შეუდარებელი უწოდა, თუმცა სამხრეთ აფრიკაში მიღებული დაცულობის დაბალ დონეზე თქვა, რომ შეშფოთებას იწვევს.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას წინასწარ აქვს შეკვეთილი „ნოვავაქსის“ ვაქცინის 60 მილიონი დოზა, რომელსაც ბრიტანეთი მიმდინარე წლის მეორე ნახევარში მიიღებს, თუ მარეგულირებელი ორგანო - MHRA - დაამტკიცებს მას.

ამ დროისთვის დიდ ბრიტანეთს დამტკიცებული აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო სამი ვაქცინა – ოქსფორდის უნივერსიტეტისა და „ასტრაზენეკას“, „ფაიზერისა“ და ბიონტექის“, ასევე „მოდერნასი“. შეკვეთილი ვაქცინათა ყველაზე მეტი წილი კი, 100 მილიონი დოზა, ოქსფორდის უნივერსიტეტისა და „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე მოდის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG