Accessibility links

site logo site logo

ცესკო აცხადებს, რომ ISFED-მა ოქმების დისბალანსზე არასწორი განცხადება გაავრცელა


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ "სამართლიანმა არჩევნებმა" 2020 წლის არჩევნების დროს ოქმების მეტობით დისბალანსზე არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. ცესკოში ამბობენ, რომ ამის დასტური იყო ორგანიზაციის მიერ დღეს გავრცელებული განცხადება, საიდანაც ირკვეოდა, რომ მათი მონაცემები "პირველად ოქმებს" ემყარებოდა.

"აღნიშნული სახით არასრული, დაუზუსტებელი და შესაბამისად, არასწორი ინფორმაციის გავრცელება ნამდვილად ეწინააღმდეგება პროფესიულ სტანდარტებს და უკვე მეორედ ტოვებს კითხვის ნიშნებს ჩატარებული პარალელური დათვლის შედეგებიდან გამომდინარე, ორგანიზაციის მიერ აქამდე გავრცელებულ განცხადებებთან მიმართებაში", - აცხადებენ ცესკოში.

საარჩევნო ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ ყველა სამართლებრივი პროცედურის შემდეგ ე.წ. დისბალანსი, რომელიც უკავშირდება ბიულეტენების მეტობას არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობასთან საარჩევნო უბნების მხოლოდ 19 შემაჯამებელ ოქმში - 0,52%-ში ფიქსირდება.

დღეს სამართლიანმა არჩევნებმა ბრიფინგი გამართა, სადაც ითქვა, რომ ოქმებში დისბალანსთან დაკავშირებით მათი თავდაპირველი მონაცემები სწორი იყო და დოკუმენტები მოგვიანებით ჩასწორდა. საუბარია ოქმების 8 პროცენტში მეტობით დისბალანსზე. ამ გარემოებას ოპოზიცია ბიულეტენების ჩაყრით ხსნიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG