ივერი მელაშვილი: გამოძიება ეძებს “ნატვრის თვალს”
კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი სასამართლომ 28 იანვარს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, თუმცა სასამართლოს წინ აქვს მსჯელობა მისი ბრალეულობის საკითხზე. კარტოგრაფს, რომელსაც სახელმწიფო ბრალდების მხარე ქვეყნის საზიანო საქმიანობაში ადანაშაულებს, საზოგადოებამ 2 საათში მოუგროვა თანხა, რომელიც მან გირაოს სახით უნდა გადაიხადოს - 20 000 ლარი. საპატიმრო დაწესებულების შემდეგ ივერი მელაშვილმა თქვა, რომ “კარტოგრაფების საქმე” ბიძინა ივანიშვილის “წინასაარჩევნო ტრიუკი” იყო, რომელიც ცუდად აისახება მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობებში. გამოძიება ახლა იმ პირებს ეძებს, რომლების დავალებითაც მოქმედებდნენ “კარტოგრაფების საქმის” ბრალდებულები - ივერი მელაშვილი ამბობს, რომ გამოძიება “ნატვრის თვალს” ეძებს მოცემულობაში, სადაც არ არსებობს ჩადენილი დანაშაული და დამნაშავეები.
ეპიზოდები
-
ივნისი 16, 2026ინტერვიუ ანდრეი ვოლნასთან
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში
-
მაისი 26, 2026დამოუკიდებლობის დღე - მაშინ აქედან ვიყვირებთ
-
მაისი 25, 2026ქუჩა, როგორც პროტესტის არქივი - როგორ იბრძოდნენ საქართველოში