Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ხელი მოაწერა START-ის ხელშეკრულების გახანგრძლივებას


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მოქმედების ვადას უხანგრძლივებს ბირთვული იარაღის კონტროლის ხელშეკრულებას, ახალ START-ს.

პარლამენტის ქვედა პალატამ, სახელმწიფო სათათბირომ, 27 იანვარს ერთხმად დაუჭირა მხარი START-ის ხელშეკრულების ვადის ხუთი წლით გახანგრძლივებას. შემდეგ ამას მალევე მიემხრო პარლამენტის ქვედა პალატა, ფედერაციის საბჭო.

ხელშეკრულებას, რომელიც 2010 წელს გაფორმდა, მოქმედების ვადა 5 თებერვალს ეწურებოდა.

ახალი START-ი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის უკანასკნელი შემორჩენილი ხელშეკრულებაა ატომური იარაღის კონტროლის თაობაზე. ის სტრატეგიული ბირთვული ქობინების რაოდენობას 1,550-მდე ზღუდავს, დისლოცირებულ სტრატეგიული მოქმედების სისტემებს - 700-მდე, და გათვალისწინებული აქვს შემოწმების მექანიზმი.

27 იანვარს პუტინი მიესალმა ხელშეკრულების გახანგრძლივებას და ის დადებით ნაბიჯად გამოაცხადა გლობალური დაძაბულობის შემცირებაში. "ეს ნამდვილად სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია" - განაცხადა მან.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გვიანდელ ეტაპზე სცადა მოლაპარაკება ატომური იარაღის სხვა კატეგორიებზე და ხელშეკრულებაში ჩინეთის შემოყვანა, რამაც მოლაპარაკება ჩიხში შეიყვანა.

აშშ-ის ახალი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, დიდი ხანია გამოდის ხელშეკრულების გახანგრძლივების მოწოდებით, მაშინაც კი, თუკი ვერ მოხერხდება მისი გაძლიერება და გაფართოება. ბაიდენი და პუტინი ხელშეკრულების გახანგძლივებაზე შეთანხმდენ 26 იანვარს, მათ პირველ სატელეფონო საუბარში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG