Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ თანამშრომლები დაითხოვა მოქალაქის შესახებ ინფორმაციის უკანონოდ მოძიების გამო


შსს-ს განცხადებით, უწყების გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული შემოწმებისა და დასკვნის შედეგად, სამსახურიდან დაითხოვეს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს ორი უბნის ინსპექტორი და ფოთის საქალაქო განყოფილების პატრულ-ინსპექტორი.

„დადგინდა, რომ აღნიშნული პირები, მოქალაქის შესახებ ინფორმაციის უკანონოდ მოძიების მიზნით, ერთმანეთს დაუკავშირდნენ, ხოლო ერთ-ერთი მათგანი თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობა „დიჯიპასის“ მეშვეობით სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა და კონკრეტული მოქალაქის შესახებ ინფორმაცია მოიძია.

პოლიციის თანამშრომელმა მოპოვებული პერსონალური ინფორმაცია ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს გადასცა. აღნიშნული ინფორმაცია კი მოგვიანებით ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავრცელდა“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყება არ აკონკრეტებს, რომელი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს გადაეცა შსს-ს თანამშრომლების მიერ უკანონოდ მოძიებული ინფორმაცია.

XS
SM
MD
LG