Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში გახშირდა თავდასხმები თალიბანთან მოლაპარაკების ფონზე


თალიბანის მხრიდან იზრდება ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში განხორციელებული თავდასხმების რიცხვი, რომლის მსხვერპლი, ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, სულ უფრო ხშირად ხდებიან ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები.

ამის შესახებ ნათქვამია ავღანეთის აღდგენის საგანგებო გენერალური ინსპექტორის (SIGAR) ანგარიშში, რომლის თანახმად, ბოლო კვარტალში ქაბულში განხორციელებული თავდასხმების ინტენსივობა ბევრად აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს.

კერძოდ, გასული წლის დეკემბერში ექსტრემისტების თავდასხმების შედეგად ქაბულსა და ავღანეთის სხვა პროვინციებში უსაფრთხოების ძალების 19 წარმომადგენელი დაიღუპა.

24 დეკემბერს შეიარაღებულმა თავდამსხმელმა სიცოცხლეს გამოასალმა ცნობილი ავღანელი სამოქალაქო აქტივისტი, ფრეშტა კოჰისტანი.

ინციდენტი დილით მოხდა ქაბულის ჩრდილო-აღმოსავლეთ კაპისას პროვინციაში, სადაც ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში, შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მოტოციკლიდან გაუხსნა ცეცხლის ფრეშტა კოჰისტანსა და მის ძმას.

ერთი დღით ადრე, 23 დეკემბერს, უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მოკლეს არჩევნების დამოუკიდებელი მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი.


ამ განცხადების ფონზე, 2 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გეგმავს, წარმოადგინოს ახლებური ხედვა თალიბანსა და აშშ-ს შორის მიღწეული შეთანხმების თაობაზე, რასაც გასულ თებერვალში ხელი მოაწერა ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG