Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესმენები ნავალნის განთავისუფლებას ითხოვენ


კონგრესმენი მაიკლ მაკკოლი
კონგრესმენი მაიკლ მაკკოლი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წამყვანი რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკლ მაკკოლი და წარმომადგენელთა პალატის უცხოეთის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე გრეგორი მიქსი ერთობლივი განცხადებით გამოვიდნენ რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ.

ორივე პოლიტიკოსმა მოითხოვა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ალექსეი ნავალნი და ათასობით დაკავებული. მათ დაგმეს მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობა და ჟურნალისტების დაკავება. მაკკოლისა და მიქსის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ „შეერთებული შტატები და მთლიანობაში ტრანსატლანტიკური თანამეგობრობა სოლიდარულია რუსეთის ხალხთან, რომელიც, დაპატიმრების მუქარისა და სიცივის მიუხედავად, განაგრძობს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და სათანადო სამართლებრივი პროცედურის დაცვის მოთხოვნას“.

გამოქვეყნებულ განცხადებაში მაიკლ მაკკოლი და გრეგორი მიქსი ამბობენ, რომ „პუტინის რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს თავისი უსინდისო კორუფციისთვის“.

სამშაბათს მოსკოვში მიმდინარეობს სასამართლო სხდომა, რომელზეც, როგორც მოსალოდნელია, ძველ საქმესთან დაკავშირებით ალექსეი ნავალნის პირობითი პატიმრობა რეალური საპატიმრო ვადით შეიცვლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG