Accessibility links

site logo site logo

აშშ გმობს ალექსეი ნავალნის მიმართ გამოტანილ პატიმრობის სასჯელს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი

აშშ-ი გმობს კრემლის კრიტიკოსი პლიტიკოსის მიმართ პატიმრობის შესახებ გამოტანილ პოლიტიკურად მოტოვირებულ სასამართლო გადაწყვეტილებას და მოუწოდეს რუსეთს მისი დაუყოვნებელი გათავისუფლებისკენ.

„ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლად და უპირობოდ გაათავისუფლოს ბატონი ნავალნი, ისევე როგორც რუსეთის ასობით მოქალაქე, რომელიც ბოლო კვირეებში დააკავეს იმის გამო, რომ შეეცადნენ გამოეყენებინათ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლება“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, განაცხადა 2 თებერვალს, რამდენიმე წუთში მოსკოვის სასამართლოს მიერ ნავალნის მიმართ პატიმრობის განაჩენის გამოცხადების შემდეგ.

მოსკოვის სასამართლომ 2 თებერვალს სულ მცირე 2,5 წლით პატიმრობა შეუფარდა ოპოზიციის ლიდერ ალექსეი ნავალნის, რომელიც სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.

მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით 3,5 წლით პირობითი პატიმრობა შეცვალა იმავე ვადის რეალური პატიმრობით ოღონდ გამოაკლო მას 10 თვე, რაც პოლიტიკოსმა შიდა პატიმრობაში გაატარა.

რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ სასამართლო პროცესზე, რომელიც 2 თებერვალს მიმდინარეობს მის მიმართ „ივ როშეს“ საქმეზე პატიმრობის შეფარდების საკითხზე, კვლავ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაადანაშაულა მასზე „ნოვიჩოკით“ განხორციელებულ თავდასხმასა და მის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივ დევნაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG