Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბირმაში საქმე აღძრეს ჩამოგდებული ლიდერის, აუნ სან სუ ჩის წინააღმდეგ


აუნ სან სუ ჩი
აუნ სან სუ ჩი

პოლიციამ ბირმაში საქმე აღძრა ჩამოგდებული ლიდერის, აუნ სან სუ ჩის წინააღმდეგ. როგორც 3 თებერვალს გახდა ცნობილი, ის წინასწარ პატიმრობაში იქნება 15 თებერვლამდე, სანამ გამოძიება ჩატარდება.

1 თებერვალს არმიამ ხელში ჩაიგდო ძალაუფლება და დააპატიმრა ნობელის პრემიის ლაურეატი სუ ჩი. აშშ-მა და დასავლეთის ქვეყნებმა დაგმეს სახელმწიფო გადატრიალება.

პოლიციის ცნობით, 75 წლის პოლიტიკური ლიდერის ბინაში იპოვეს რადიოგადამცემი მოწყობილობა, ე.წ. walkie-talkie, რაც, პოლიციის თანახმად, უკანონოდ იყო იმპორტირებული და უნებართვოდ გამოიყენებოდა.

ამავე დროს, პოლიციამ საქმე აღძრა ჩამოგდებული პრეზიდენტის, უინ მიინტის წინააღმდეგ.

სუ ჩი 15 წლის განმავლობაში იმყოფებოდა შინაპატიმრობაში 1989-2010 წლებში, როცა ის დემოკრატიულ მოძრაობას ედგა სათავეში ქვეყანაში, რომელიც ადრე მიანმარის სახელით იყო ცნობილი. აუნ სან სუ ჩი კვლავაც დიდად პოპულარულია ბირმაში, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მასშტაბით მისი რეპუტაცია საკმაოდ შეირყა, მას შემდეგ, რაც მან 2017 წელს მუსლიმი როჰინჯების დევნა გაამართლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG