Accessibility links

logo-print logo-print

საგარეო უწყების განცხადებით, ConIFA-ს შეჯიბრება გამორიცხავს სოხუმისა და ცხინვალის ლეგიტიმაციას


ConIFA-ს შეჯიბრება (2018).

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს 2021 წლის ივნისში ნიცაში დაგეგმილ სპორტულ შეჯიბრებაში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ფეხბურთელების მონაწილეობის საკითხს.

როგორც საგარეო უწყება აცხადებს, ConIFA არაღიარებული რეგიონების „საერთაშორისო საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაციაა“, რომელსაც არ ცნობენ და ცალსახად ემიჯნებიან თავად FIFA და UEFA.

სამინისტროს განმარტებით, ე.წ. „ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი“ პირველად არ ტარდება. სხვადასხვა წლებში ის შვედეთში, უნგრეთში, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩატარდა, რომელსაც სრულად ემიჯნებოდნენ აღნიშნული ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციები, როგორც არაღიარებული რეგიონების კერძო სპორტულ ღონისძიებებს.

როგორც სამინისტრო აცხადებს, „არაღიარებული რეგიონების წარმომადგენლებისთვის დაგეგმილ კერძო სპორტულ შეჯიბრებაში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ფეხბურთელების მონაწილეობა სრულად გამორიცხავს სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების რაიმე ფორმით ლეგიტიმაციას.

პირიქით, აღნიშნული ხაზს უსვამს სწორედ იმ ფაქტს, რომ საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობას, რაც კიდევ ერთხელ სამართლებრივად დაადასტურა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებამ.

მოგეხსენებათ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ იურიდიულად დაადგინა რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაცია და ეფექტური კონტროლი".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG