Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გოცირიძეზე" მეტრო მგზავრებს 3 თვე არ მიიღებს


საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების მიუხედავად, მეტროსადგური "გოცირიძე" მგზავრებს არ მიიღებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, სადგურზე სარეაბლიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მეტროს პირველი ხაზი ფუნქციონირებას მხოლოდ იმ გამონაკლისით გააგრძელებს, რომ მატარებელი ამ სადგურზე არ გაჩერდება.

8 თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება. თბილისში მეტრო და ავტობუსი ბოლო მგზავრს 21:00 საათზე მიიღებს. ტრანსპორტი შაბათ-კვირას ისევ არ იმუშავებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG