Accessibility links

site logo site logo

რუსეთი აძევებს ევროპელ დიპლომატებს, რომლებიც მისი თქმით, ნავალნის მომხრეთა გამოსვლებში მონაწილეობდნენ


რუსეთმა განაცხადა, რომ პერსონა ნონ გრატად აცხადებს გერმანიის, პოლონეთის და შვედეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლების დაუდგენელ რაოდენობას. მოსკოვის თანახმად, ისინი მონაწილეობდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მომხრეთა საპროტესტო გამოსვლებში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 5 თებერვლის განცხადებაში ნათქვამია, რომ შვედეთის ელჩი, პოლონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული და გერმანიის წარგზავნილი სამინისტროში გამოიძახეს და პროტესტი გამოუცხადეს 23 იანვრის მიტინგებში „დიპლომატიური თანამშრომლების რეგისტრირებული მონაწილეობის“ გამო. სამინისტროს განცხადებით, „დიპლომატები, რომლებიც მონაწილეობდნენ უკანონო ქმედებაში გამოცხადდნენ პერსონა ნონ გრატად 1961 წლის 18 აპრილის ვენის კონვენციის თანახმად. მათ მოეთხოვათ უახლოეს მომავალში დატოვონ რუსეთის ტერიტორია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG