Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გავრცელდება


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ თავისი იურისდიქცია გავრცელდება ტერიტორიებზე (იორდანეს დასავლეთი ნაპირის, ღაზის სექტორის და აღმოსავლეთ იერუსალიმის ჩათვლით), რომლებიც ისრაელს აქვს ოკუპირებული.

5 თებერვლის ამ გადაწყვეტილების შედეგად, ჩანს, მთავარ პროკურორს, ფატუ ბენსუდას, შესაძლებლობა მიეცემა დაიწყოს ისრაელის ქმედებების, შესაძლო ომის დანაშაულის ჩათვლით, გამოძიება.

2019 ბენსუდამ განაცხადა, რომ „არის გონიერი საფუძველი გაგრძელდეს“ ასეთი გამოძიება, მაგრამ მან სთხოვა სასამართლოს განესაზღვრა, აქვს თუ არა მას ტერიტორიული იურისდიქცია, სანამ საქმეთა განხილვას დაიწყებდა.

პალესტინელთა ადმინისტრაციამ, რომელიც ნაწილობრივ აღიარებულ ერთეულს წარმოადგენს და რომელიც 2015 წელს გაწევრიანდა საერთაშორისო სასამართლოში, მიმართა მას, განიხილოს ისრაელის ქმედებები ღაზის სექტორში პალესტინელთა ძალების წინააღმდეგ 2014 წლის ომის დროს და ისრაელის მიერ დასახლებების მშენებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და ანექსირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში.

ისრაელმა, რომელიც არ არის საერთაშორისო სასამართლოს წევრი, განაცხადა, რომ სასამართლოს არ აქვს იურისდიქცია, რადგან პალესტინელებს არ აქვთ სახელმწიფოებრიობა და იმიტომ, რომ ნებისმიერი მომავალი სახელმწიფოს საზღვრები უნდა დადგინდეს მშვიდობიანი მოლაპარაკებით.

პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სასამართლოს გადაწყვეტილებას უწოდა „ანგარიშვალდებულების პრინციპის ისტორიული დღე“, ხოლო ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო „უგულებელყოფს რეალურ ომის დანაშაულებს და ამის ნაცვლად დევნის ისრაელს“.

ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი, ღაზა და აღმოსავლეთ იერუსალიმი დაიკავა 1967 წლის ომის შედეგად.

დაახლოებით 700 ათასი ისრაელი ცხოვრობს იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში აშენებულ დასახლებებში, რომლებიც საერთაშორისო სამართლით უკანონოდ ითვლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG