Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი ანკარას მოუწოდებს, უარი თქვას რუსეთის S-400 კლასის სარაკეტო კომპლექსზე


ჯონ კირბი
ჯონ კირბი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ადმინისტრაცია შეინარჩუნებს ნატოს წევრი თურქეთის მიერ რუსული წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის საკითხზე წინა ადმინისტრაციის მტკიცე კურსს. „ჩვენი პოზიცია უცვლელია. მოვუწოდებთ თურქეთს, არ შეინარჩუნოს S-400 სისტემა“, - განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ 5 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.

თურქეთმა რუსული წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემა 2019 წელს შეიძინა მას შემდეგ, რაც წარუმატებლად დასრულდა ვაშინგტონთან მოლაპარაკებები ნატოს მრავალი წევრი ქვეყნის შეიარაღებაში მყოფი ამერიკული „პეტრიოტის“ კლასის სარაკეტო კომპლექსის შეძენის თაობაზე.

რუსული სარაკეტო შეიარაღების შეძენამ დაძაბა ურთიერთობა ვაშინგტონსა და ანკარას შორის. ვაშინგტონმა დაუშვებელი უწოდა ნატოს წევრი ქვეყნის ასეთ ქმედებას და უარი თქვა მოიერიშე თვითმფრინავ F-35 Joint Strik-ის ერთობლივად შექმნის პროგრამაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG