Accessibility links

site logo site logo

„ორინჯეფიშ ფერმა“ - ორუელი მეგრულად


მეგრულად ითარგმნა და გამოიცა ჯორჯ ორუელის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნი „ცხოველების ფერმა“.

ნაწარმოები ორიგინალიდან ჯერ კიდევ 2020 წელს თარგმანა გივი გ. ქარჩავამ, გამოცემა კი უზრუნველჰყო მეგრული ენის ასოციაციამ 2021 წლის იანვარში.

“ეს არის პირველი მცდელობა ჯორჯ ორუელის გამეგრულებისა. თარგმანს აქვს პრეტენზია, რომ ორუელის მარტივი და ამავდროულად უმდიდრესი სამწერლო ენა მაქსიმალურადაა მორგებული მეგრულის მრავალფეროვან ბუნებას და გადმოცემულია უზადო ექსპრესიულობით, რომელიც მეგრულ ენას ბუნებრივად ჭარბად ახასიათებს. ამაში მკითხველი თავად დარწმუნდება”, - ვკითხულობთ ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეგრული ენის ასოციაციის მიზანი მეგრულ ენაზე ზრუნვა და მისი გადარჩენაა. ამ მიზნით ასოციაცია 2020 წლიდან გამოსცემს პირველ მეგრულეონოვან ჟურნალს "სქანი" (შენი).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG