Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუდენტები ამბობენ, რომ ისინი მოტყუებით ჩააბეს პუტინის მხარდამჭერ „ფლეშმობში“


რუსეთის რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები აცხადებენ, რომ ისინი მოტყუებით შეკრიბეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერ ე.წ. „ფლეშმობში“ მონაწილეობის მისაღებად. ასეთი აქციები ამ დღეებში რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ტარდება წინასწარი შეტყობინების გარეშე, რაც სავალდებულოა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე.

კერძოდ, როგორც სტუდენტური გამოცემა Doxa იუწყება, მოსკოვი ტიმირიაზევის აკადემიის სტუდენტებს უთხრეს, რომ „ფლეშმობი“ ეძღვნებოდა რუსეთის დროშას, ხოლო მოსკოვის სახელმწიფო იურიდიულ უნივერსიტეტში ღონისძიების თემად დაასახელეს „ქვეყნის მხარდაჭერა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.“

როდესაც სტუდენტები გადაღებაზე მიიყვანეს მოსკოვის ერთ-ერთ სასტუმროში, მათ სთხოვეს ხმამაღლა ეყვირათ სიტყვები: „ჩვენ გვყავს ერთი პრეზიდენტი, ერთად ჩვენ ყველას დავამარცხებთ! ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ! პუტინი - ჩვენი პრეზიდენტია!“

პუტინის მხარდამჭერი პირველი „ფლეშმობი“ 23 იანვარის ანტისამთავრობო აქციის შემდეგ, წამოიწყეს ეკატერინბურგის ერთ-ერთი კომპანია „სიმა-ლენდის“ თანამშრომლებმა, ვლადიმირ პუტინის მხარდასაჭერად. ამის შემდეგ მსგავსი ღონისძიებების ჩატარება დაიწყეს რუსეთის სხვა ქალაქებშიც. როგორც წესი, „ფლეშმობები“ ტარდება საწარმოებსა და ღია მოედნებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG