Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით დაიღუპა


გორში, სუხიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსში, ახალგაზრდა ქალი თავის ბინაში გარდაცვლილი ნახეს. ის სახლში მარტო იმყოფებოდა და შაბათის შემდეგ კონტაქტი აღარავისთან ჰქონია.

ადგილზე ამჟამად ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

მომხდარზე გამოძიება შსს-მ 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რომელიც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG